23:38 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

ბავშვებმა შეიძლება გასაღები გვაპოვნინონ – თენგიზ ცერცვაძე 

ბავშვებმა შეიძლება გასაღები გვაპოვნინონ – თენგიზ ცერცვაძე 

„ბავშვებმა შეიძლება გასაღები გვაპოვნინონ რატომ არ ემართებათ კორონავირუსი, მაშინ როცა სხვა რესპირაციული დაავადებები იგივე სეზონური და ღორის გრიპი ბავშვებს უფრო აზიანებდა ვიდრე ხანდაზმულებს.

 

ვარაუდობენ, რომ ბავშვებში რომელიღაც სხვა აცრა, მაგალითად წითურის აცრა იძლეოდეს პარალელურ ეფექტს. ეს ერთ-ერთი არა დამტკიცებული ვარაუდია“, – ამის შესახებ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კარგახანს ითვლებოდა, რომ ბავშვები კორონავირუსით არ ავადდებიან. თუმცა თუ ავადდებიან, სიკვდილიანობა მათ შორის ძალიან დაბალია.

 

„საქართველოში 33 ინფიცირებულია და 4 არასრულწლოვანი. ეს არც ისე ცოტაა. მათთან მიდის დაავადება მსუბუქად მაგრამ უსიმპტომოდ არა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები