fbpx
10:42 | 2020-09-24 ავტორი: Prime Time

ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ – გიორგი გახარია

ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მასშტაბური შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს.

 

მისი თქმით, უნდა აღდგეს სასწავლო პროცესი და ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ.

 

„დღეს ჩვენ გვექნება ასევე საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას, რადგან რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა გახარიამ.

 

იხილეთ გიორგი გახარიას ბრიფინგი 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X