
გენდერული ნიშნით გოგონების დისკრიმინაცია ახალი თემა არ არის და ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა იმის გამო, რომ გოგონად დაიბადა, სამშობიაროში დაუტოვებიათ, მამის დაჟინებული მოთხოვნით.
ქალბატონი ნინი ჭელიძე ექიმია და „პრაიმტაიმს“ უყვება ასეთი შემთხვევის შესახებ:
– კაცი მოვიდა სამშობიაროში და ერთი ამბავი აუტეხა ცოლს, რას ჰქვია, მესამე შვილიც გოგოა, სადაც გინდა იქ წადი, სახლში არ წაგიყვანო… გამოვიდა ოთახიდან უნიკალური კაცი და მეანი, ბატონი ოთარ მელითაური და ანერვიულებული კაცის დამშვიდება დაიწყო, ჯერ ტკბილად სინჯა, მერე კაცურად, მერე ვაჟკაცურად და ვირგლა მამას რომ ვერაფერი შეაგნებინა, ვენ მოგვიბრუნდა – გოგონებო, ხედავთ, რამდენად დიდებული და ძლიერია ყველა ქალი კაცზე? ქალი შვილის გულისთვის ხშირად სიკვდილს ებრძვის, კაცი კი მხოლოდ ერთი y ქრომოსომისთვის კაცობს! გამოიტანეთ კალცი, ამის დედა ვატირე, ეს უნდა ვაკივლო ეხლა აქო! რომ წარმოვიდგინეთ, რისთვის უნდოდა ბატონ ოთარს კალცი (მშობიარობის დროს ჭინთვებს იწვევს), მოვატყუეთ, არიქა, ბლოკში გეძახიანთო და იმ უტვინო კაცს გავარიდეთ, თორემ იზამდა სასწაულს, დარწმუნებული ვარ. ქალისა და დედის ყადრი იცოდა ბატონმა ოთარმა და იზამდა… ყველა ჩემს კოლეგას, ვინც უდიდეს ბედნიერებას, დედობის სიხარულს ანიჭებს ქალს, ვულოცავ დედის დღეს, ეს მათი დღეცაა!

კიდევ ერთი „მესამე გოგონას“ ამბავი, რომელიც გასხვისებით დასრულდა, ახლა კი დედა ეძებს: