fbpx
17:19 | 2020-09-29 ავტორი: Prime Time

ბათუმში, წყლის მილის დაზიანების შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩავარდა

ბათუმში, წყლის მილის დაზიანების შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩავარდა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების შედეგად საავტომობილო გზა და ტროტუარები დაიტბორა. ხოლო საავტომობილო გზის საფარი დაზიანდა და გზის ნაწილი ჩავარდა. როგორც თვითმხილველი გულიკო კალანდაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ არა სწრაფი რეაგირება, მაღაზიების და მიმდებარე შენობების დატბორვის საფრთხეც არსებობდა.
„ხმაური გავიგონე, თავდაპირველად ავტოავარია მეგონა. გავიხედე მაღაზიიდან და დავინახე წყლის ნაკადი იფრქვეოდა. იმდენად სწრაფად დაიტბორა ყველაფერი, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. არ ვიცი ვინ დარეკა შესაბამის სამსახურებში, მაგრამ მოვიდნენ, წყალი გადაკეტეს და მაღაზია გადარჩა დატბორვას. როგორც აღმოჩნდა, ასფალტი ჩავარდნილია. ახლა ეს მონაკვეთი შემოსაზღვრულია და სამართალდამცავები იმყოფებიან ადგილზე“ – აცხადებს გულიკო კალანდაძე.
 
 
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„დაზიანდა წყლის მილი, წნევის შედეგად გზის საფარი ნაწილი დაზიანდა გარკვეულ მონაკვეთზე. ადგილზე იმყოფებიან მობილური ჯგუფები. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. გარკვეული პერიოდი შეზღუდული იქნება ავტომობილების გადაადგილება. როდის დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით”- აცხადებენ უწყებაში.
ადგილზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი იმყოფება.
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X