01:13 | 2020-05-05 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ბათუმში წელს ტურისტებს მაინც ელოდებიან

ბათუმში წელს ტურისტებს მაინც ელოდებიან

ბათუმი არის ყველაზე დინამიური და ყველაზე განვითარებადი ქალაქი. განსაკუთრებით კი ორი სექტორი ტურიზმი და სამშენებლო სექტორი.

 

თუმცა ნებისმიერი სექტორი დაზარალდა დღევანდელ პირობებში. ყველაფერი გაიყოფა ორ ნაწილად, ის რაც იყო კორონამდე და რას უნდა ველოდოთ კორონავირუსის შემდეგ – აცხადებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”

 

მისი თქმით, ავიაკომპანიების პარამეტრებით და სტატისტიკის მიხედვით წლევანდელი სეზონი, ყველაზე დიდ იმედებს იძლეოდა ტურისტული სექტორისათვის, მაგრამ პანდემიის მიერ გამოწვეული მოცემულობა, საერთაშორისო დონისაა და ის მხოლოდ ერთ რეგიონს არ ეხება.

 

“ეს სიტუაცია რაც არის დღეს, ეს არ არის კონკრეტული ქვეყნის, ქალაქის ან რეგიონის მოცემულობა, ეს არის მთელი მსოფლიოს მასშტაბის მოცემულობა, რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ჯერჯერობით საერთაშორისო ტურიზმზე, იმიტო, რომ ეს რჩება ზოგადად პრობლემად მთელი ქვეყნის მაშტაბით.

 

ამ შემთხვევაში თუკი, პოზიტიურად წავა დინამიკა, ვირუსის ჩაქრობის, შეგვიძლია ვისაუბროთ შიდა ტურიზმის განვითარებაზე.

 

წამყვანის შეკითხვაზე თუ რამდენი პროცენტი შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ტურისტები აჭარაში და რა პროცენტით მოხდება ამის დაბალანსირება?

 

ლაშა კომახიძე პასუხობს, რომ: “ვერ გეტყვით რა თქმა უნდა, ის მონაცემები რაც იყო წინა პერიოდში, მაგალითად შარშან დაბალანსდეს სრულად. მხოლოდ შიდა ტურიზმის წილი ფიზიკურად ვერ შეავსებს იმას, რაც იყო საერთაშორისო ტურიზმის ნაწილზე მოსული” – აცხადებს ლაშა კომახიძე

 

​მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება ეპიდემიის ჩაქრობა, მაქსიმალურად მოემზადებიან იმისთვის, რომ შეზღუდვების მოხსნას ბათუმი მომზადებული შეხვდეს.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები