22:22 | 2020-06-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ტრამპთან ერთად ღამის კლუბებში დავდიოდი, შადრევნებში დავრბოდით – სააკაშვილი

ტრამპთან ერთად ღამის კლუბებში დავდიოდი, შადრევნებში დავრბოდით – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის დროს უამრავ სხვადასხვა უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა, მათ შორის დონალდ ტრამპს, რომლებთანაც ერთად ღამის კლუბებში დადიოდა და შადრევნებში დარბოდა.

 

„ფრჩხილები მუხლებში ჩამასო და დამემუქრა“ - სააკაშვილი პუტინთან ბნელ ოთახში შეხვედრას იხსენებს
2020-06-23„ფრჩხილები მუხლებში ჩამასო და დამემუქრა“ - სააკაშვილი პუტინთან ბნელ ოთახში შეხვედრას იხსენებს

 

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მე ყოველთვის ვიღებდი სტუმრებს, ვატარებდი მათ, დავრბოდით ეშმაკის ბორბალზე. ბევრს უყვარდა საქართველოში ჩასვლა: ჰილარი კლინტონს, ტრამპს, ჯონ მაკკეინს, რომელიც ათჯერ იყო. იყო ტრამპიც. მასთან ერთად ფეხით დავდიოდით, ჩემი ელექტრომობილითაც ვატარებდი დილის შვიდ საათამდე. ორ ღამის კლუბში ვიყავით, ფანტანებზეც ვხტუნავდით“, – ამბობს სააკაშვილი. 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X