09:00 | 2020-05-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბათუმში შემზარავი ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმში შემზარავი ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანიდან ერთი დღეს დილით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები