fbpx
21:19 | 2020-11-19 ავტორი: Prime Time

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსზე გადმოფენილ ბანერს დაპირისპირება მოჰყვა

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსზე გადმოფენილ ბანერს დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე გაკრულ ბანერს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დახატეს.

 

ახალგაზრდული ორგანიზაცია „არ დათმოს“ წევრები „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი მანველიძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და ბანერის გაკვრა გააპროტესტეს, რასაც „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია „არ დათმოს“ წევრების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

„არ დათმოს“ წევრებს, რომლებიც ბანერის გაკვრას აპროტესტებდნენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ცოცხები დაახვედრეს.

 

„არავინ არ შეუთანხმებს ხათუნა ბერიძეს და „არ დათმოს“ ვინ სად რა ბანერს დაკიდებს. პროტესტი გამოხატონ, არავინ არ უშლის, მაგრამ ოჯახებში მიუვარდნენ ხალხს, ამის უფლება არ აქვთ. ეს ბანერი გამოიფინა იმიტომ, რომ დაინახონ მათი სახე“, – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X