00:15 | 2020-09-09 ავტორი: Prime Time

ბათუმში სახლი ტროტუარზე ააშენეს

ბათუმში სახლი ტროტუარზე ააშენეს

ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, მარუხის ქუჩაზე გამოვლენილ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს.

 

„2019 წელს ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა.

 

განმცხადებელს უარი ეთქვა სივრცით-მოცულობითი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ტერიტორია მოიცავდა საავტომობილო გზის ნაწილსაც.

 

ამ მონაკვეთში კი, მშენებლობის წარმოება ჩაითვალა მიუღებლად. დისციპლინური წარმოება დაიწყო მუნიპალიტეტის იმ თანამშრომლებთან მიმართებაში, რომელთაც, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უშუალოდ ევალებოდათ ფაქტზე რეაგირება.

 

ბათუმის მერიას მსგავს საკითხებთან მიმართებაში ექნება მყისიერი რეაგირება და გაატარებს შესაბამის ზომებს, როგორც გამოვლენასთან, ასევე, აღკვეთასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები