fbpx
21:41 | 2020-05-12 ავტორი: Prime Time

ბათუმში ორსულს უიშვიათესი ოპერაცია ჩაუტარეს – 29 წლის ქალს ტყუპი შეეძინა

ბათუმში ორსულს უიშვიათესი ოპერაცია ჩაუტარეს  – 29 წლის ქალს ტყუპი შეეძინა

ბათუმში, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ ურთულესი და იშვიათი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია ჩატარდა.

 

29 წლის ქალბატონს ერთდროულად რამდენიმე გართულება აღენიშნებოდა, ჰქონდა პლანცენტის წინამდებარეობა IV ხარისხის, placenta percreta ანუ პლაცენტის ჩაზრდა თეძოს არტერიებთან, შარდის ბუშტთან და სიდმოიდურ ნაწლავთან.

 

მსგავსი სირთულის ოპერაციები სხვადასხვა პროფილის ექიმების ჩართულობით ტარდება, მედინაში მრავალპროფილურ გუნდს მეან-გინეკოლოგი ჯუმბერ უნგიაძე ხელმძღვანელობდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

 

ორსულობის 34-ე კვირას საკეისრო კვეთის შედეგად 29 წლის ქალმა ტყუპი გააჩინა. დედაც და ახლშობილებიც თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებენ.

 

სტატისტიკის მიხედვით, ასეთი დიაგნოზის დროს დედის სიკვდილობის მაჩვენებელი მაღალია.

 

„ამოვიყვანეთ ტყუპი ნაყოფი კესტაციის 34 კვირაზე. ორსული იმყოფებოდა ჩვენთან დაკვირვების ქვეორსულობის 12 კვირიდან.

 

მას ჰქონდა გადატანილი საკეისრო კვეთა ანამნეზში და აღრციხვაზე დაყენების დროს აღმოჩნდა პლაცენტის წინმდებარეობა.

 

მასთან ერთად ქალს ჰქონდა პლაცენტის ნამდვილი მიხორცება, რომელიც საკმაოდ იშვიათი გართულებაა.

 

ამ დროს პლაცენტის ქსოვილის ჩაზრდა ხდება არამარტო საშვილოსნოს კუნთში არამედ, მის ფარგლებს გარეთაც, როგორიცაა შარდის ბუშტი, სწორნაწლავი და ა.შ. ძალიან რთულია ამ დროს ოპერაცია.

 

ამჟამად ორივე ბავშვი თავს კარგად გრძნობს, დედაც ახლო მომავალში სახლში გაეწერება“, – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X