
ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ, მამექს კვესიეიშვილმა თავის რჩეულს ლელუკა გოგეშვილს საჯაროდ ხელი სთხოვა.
„ქართველებო, გვიყვარდეს ერთმანეთი, ქართველებს განელებული გვაქვს გვერდით დგომა, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული, თუ ქვეყნის შენება გვინდა, ქვეყნის შენებას ვიწყებთ ერთმანეთის სიყვარულით. მე მიყვარს ეს ადამიანი და მაშასადამე, მე მიყვარს მთელი საქართველო“, – თქვა მამექს კვესიეიშვილმა რჩეულისთვის ხელის თხოვნამდე.