18:59 | 2020-05-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, დღეს კლინიკა „მედ ალფა“ სამმა პაციენტმა დატოვა.

 

ისინი ახალი კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდნენ. აქედან ერთი კოვიდ-19-ზე გუშინ მიღებული უარყოფითი პასუხის პაციენტია.

 

კლინიკა „მედ ალფაში“ რჩება 19 ინფიცირებული.

 

ბოლო მონაცემებით:

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

 

მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X