14:16 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

ბათუმში, დროებით უმუშევარი კონტროლიორები ხელფასს მაინც მიიღებენ

ბათუმში, დროებით უმუშევარი კონტროლიორები ხელფასს მაინც მიიღებენ

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, ავტობუსებში შეიზღუდა კონტროლიორების მუშაობაც.

 

გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ.

 

პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრთა დისტანცირება სპეციალური ლენტის საშუალებით მოხდა. ამასთან, მოქმედებაშია მხოლოდ უკანა კარი.

 

დაიწყო ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებებიც. მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი იწმინდება და სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

 

ამუშავდა, მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაცია, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მძღოლებისა და კომპანიების გაფრთხილება დაიწყო.

 

მგზავრის გადაყვანის დროს: ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში. მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს. მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

 

გრძელდება ბაღების დეზინფექცია. მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების, 850-მდე სადარბაზოს ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X