10:29 | 2021-07-22 ავტორი: Prime Time

ბათუმში კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს

ბათუმში კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს

ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის პირია.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის კაფე ბარის, „ვივა ლათინოს“ დაცვის თანამშრომელი იყო. დამნაშავე ჯერჯერობით, დაკავებული არ არის. უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

ავტორი: Prime Time

X