14:13 | 2020-05-28 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

ბათუმში დაკავებული 30 პირიდან ერთი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმში დაკავებული 30 პირიდან ერთი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმში დაკავებული 30 პირიდან 1 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

 

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. მოსამართლემ მხოლოდ გელა ჭელიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

 

ხმაური და დაპირისპირება იყო გუშინ ბათუმში. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც დაკავებული სპორტსმენების – რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის ნათესავებმა, ქალაქის შესასვლელში სამანქანო გზის გადაკეტვა სცადეს.

 

რა მოხდა ბათუმში რეალურად? - შსს კადრებს ავრცელებს
2020-05-27რა მოხდა ბათუმში რეალურად? - შსს კადრებს ავრცელებს

 

პოლიციასთან დაპირისპირება 30 პირის დაკავებით დასრულდა, აქციის მონაწილეების მიზანი ხელისუფლების წევრების ყურადღების მიქცევა იყო, ისინი თვლიან, რომ სპორტსმენები უდანაშაულოები არიან და იმ შემთხვევაში, თუ მათი

გათავისუფლება არ მოხდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

 

ანთაძის და წულუკიძის ნათესავებმა დღეს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა აჭარის მთავრობაში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ამის შემდეგ ქუჩაში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე სამართალდამცავებმა 7 მაისს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

 

ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულებს ბათუმელ ბიზნესმენთან რომან ჯინჭარაძესთან და მის მეგობრებთან დაპირისპირება მოუვიდათ.

 

აქციას შეუერთდა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილიც. რომელიც დაკავებულებს მხარდაჭერას უცხადებს.

 

ცოტა ხნის წინ, შსს-მ განცხადება და 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X