11:26 | 2020-09-02 ავტორი: Prime Time

ბათუმში ბარები და კლუბები იხურება

ბათუმში ბარები და კლუბები იხურება

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბათუმში ბარები და ღამის კლუბები იხურება. გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების მატებას და საკონდიტრო მაღაზია „დონას” კლასტერს უკავშირდება.

 

„გაგვაფრთხილეს ჯანდაცვის სამინისტროდან. გუშინ ბოლო კონცერტი გვქონდა და დღეს ვიხურებით. თუმცა ვფიქრობ ვიმუშავებთ 11 საათამდე, როგორც რესტორანი. ზუსტად არ ვიცით. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას“- გვითხრა ერთ-ერთი კლუბის მენეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევიდან უმეტესობა, 22 შემთხვევა ბათუმში დაფიქსიდა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან აჭარაში კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი.

 

ასევე დაემატა კარავი და დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X