19:52 | 2020-05-27 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ბათუმში ათამდე პირია დაკავებული – პროტესტი გრძელდება

ბათუმში ათამდე პირია დაკავებული – პროტესტი გრძელდება

ბათუმში საბაგიროსთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 10-მდე პირი დააკავეს, ისინი პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილი. რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაკავებულებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უწყებას არ გაუკეთებია.

 

აქციის მონაწილეებმა, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია თავდაპირველად აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს. მოგვიანებით კი ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, სადაც ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა.

ტურიზმი პარალიზებულია! - აისახება თუ არა ეს საზღვაო სეზონის ფასებზე
2020-05-26ტურიზმი პარალიზებულია! - აისახება თუ არა ეს საზღვაო სეზონის ფასებზე

აქციის მონაწილეები, ამ წუთებში მსჯელობენ – რა ფორმით გააგრძელებენ პროტესტს.

 

5 მაისს ხულიგნობის ბრალდებით რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე დააკავეს. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობაში დატოვა. საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები