23:46 | 2020-09-07 ავტორი: Prime Time

ბათუმის იუსტიციის სახლი შენობის სრული დეზინფექციის მიზნით დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს

ბათუმის იუსტიციის სახლი შენობის სრული დეზინფექციის მიზნით დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს

8 სექტემბერიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაგეგმილია ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის სრული დეზინფექცია. მოხდება როგორც მომსახურების სივრცეების, „ჯასთ კაფესა“ და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე  სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების დამუშავება.

შენობის სრული დეზინფექციის მიზანი „COVID-19“-ის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისათვის სერვისების უსაფრთხო მიწოდებაა.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები