20:44 | 2020-03-31 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბათუმიდან სომხეთში მიმავალ მძღოლს საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმიდან სომხეთში მიმავალ მძღოლს საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც ფოთის გავლით სომხეთში მიდიოდა, საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა და ის ახლა სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება“,- ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ზიზი გაგუამ განაცხადა.

 

ირკვევა, რომ მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ის გზად რამდენიმე ხნით ფოთში, ავტომობილის შემკეთებელ პუნქტში გაჩერდა.

 

უკვე მოძიებული არიან პირები, რომელთანაც ინფიცირებულს ფოთში კონტაქტი ჰქონდა და ხუთი ადამიანი ფოთიდან ბათუმში არსებულ კარანტინის სივრცეში გადაიყვანეს.

 

„ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ბათუმელი მძღოლი, რომელმაც გაიარა ფოთი და ჰქონდა მანქანის ტექნიკური პრობლემა, გაჩერდა ტექდათვალიერების ერთ-ერთ ჯგუფთან.

 

მოგვიანებით მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ მოძიებულ იქნენ პირები, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, ასეთი ხუთი აღმოჩნდა.

 

ჩვენი სამსახურის მიერ კოორდინირებული მუშაობით, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი სამსახურის ცენტრთან შეთანხმებით, მოქალაქეები ბათუმის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი“, – განაცხადა კესო გელენიძემ.

 

წყარო: 1tv.ge

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X