fbpx
10:32 | 2020-05-10 ავტორი: Prime Time

ბათუმი-ქედის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ქედის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ქედის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. უკვე რამდენიმე საათია ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტილია.

 

მთიდან ჩამოშლილმა ლოდებმა ჭადრების დასახლებასთან მთლიანად ჩაკეტა ცენტრალური ავტომაგისტრალი და მოძრაობა სრულად შეწყვეტილია.

 

ადგილზე მუშაობენ საგზაო დეპარტამენტის ბრიგადები. სავარაუდოდ მოძრაობა დღის მეორე ნახევრისთვის აღდგება.

 

მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X