11:10 | 2020-04-23 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

ბატონო ზელენსკი, სულ გაგიჟდით? – ადა მარშანია

ბატონო ზელენსკი, სულ გაგიჟდით? – ადა მარშანია

ბატონო ზელენსკი, სულ გაგიჟდით? – ეს მიმართვა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

ადა მარშანიამ უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის სახელისუფლებო პოსტის შეთავაზების გამო გააკრიტიკა.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხელ სააკაშვილს, მინისტრთა კაბინეტში თანამდებობა შესთავაზა.

 

არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს რეფორმების საკითხებში, ვიცე-პრემიერ მინისტრის თანამდებობა შესთავაზეს და ეს საკითხი ამ კვირის ბოლოს გადაწყდება.

 

ასევე არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გატარებას უზრუნველყოფს.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X