00:43 | 2020-05-25 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბატონმა ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს – თენგიზ ცერცვაძე

ბატონმა ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს – თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს აპარატის განმარტებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

„როგორც ცნობილია, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბატონმა არსენ ტოროსიანმა ა.წ. 22 მაისს გამოთქვა ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი მოსაზრებები საქართველოზე.

 

ამის შემდეგ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს აპარატმა (და არა პირადად ბ-ნმა მინისტრმა) გააკეთა განმარტება, რომ ბ-ნ მინისტრს ასეთი არაფერი უთქვამს?! და მისი განცხადება, სამწუხაროდ, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მასმედიის მიერ?!

 

არადიპლომატიური განცხადება!.. - ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს
2020-05-22არადიპლომატიური განცხადება!.. - ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი დეზინფორმაციის მცდელობა, ვინაიდან მე პირადად (ისევე, როგორც სხვებმა) მოვისმინე ბ-ნი მინისტრის გამოსვლა (რომელიც ატვირთულია ინტერნეტში), სადაც იგი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ „მათი (სომხეთის, თ.ც.) ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა საქართველოსაზე უფრო ძლიერია“.

 

მან აგრეთვე ეჭვი შეიტანა საქართველოში გამოყენებული ტესტ-სისტემების ხარისხში და ტესტირების მეთოდოლოგიაში და აგრეთვე ეჭვი შეიტანა, რომ საქართველო არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის მსოფლიოს, ანუ მალავს COVID-19-ის შემთხვევების რეალურ რაოდენობას.

 

გვინდა ბ-ნ მინისტრს შევახსენოთ, რომ საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო COVID-19-ის დიაგნოსტირება PCR ტესტებით და სადღეისოდ ამ მეთოდით (და არა სწრაფი მარტივი ტესტებით) გამოკვლეულია 48,565 პირი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ინფექციური პათოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა საქართველო სტატისტიკის გაყალბებაში დაადანაშაულა.

Posted by ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center on კვირა, 24 მაისი, 2020

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +