10:23 | 2020-07-23 ავტორი: Prime Time

ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, 5 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი  საფარი დაიგება.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

ყაზბეგის გამზირი N 27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოიხატა
2020-07-21ყაზბეგის გამზირი N 27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოიხატა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქუჩების მოწესრიგება, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა და წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამჟამად, ბატონიშვილის ქუჩაზე სრულდება სამუშაოები – ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

სამუშაოებს კომპანია „მშენებელი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 420 000 ლარი.

 

ავტორი: Prime Time


X