fbpx
11:47 | 2020-10-02 ავტორი: Prime Time

ბატონი თენგიზი არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდინფიცირებულებს – მარინა ენდელაძე

ბატონი თენგიზი არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდინფიცირებულებს – მარინა ენდელაძე

„ბატონი თენგიზი არ დატოვებს თანამდებობას, ის არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდინფიცირებულებს და არავის“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, ამ საკითხის შესახებ აქამდე არაფერი ყოფილა მისთვის ცნობილი.

 

იქნება თუ არა თენგიზ ცერცვაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 
2020-10-01იქნება თუ არა თენგიზ ცერცვაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 

 

„ამის შესახებ ჩემთვის არასდროს ყოფილა ცნობილი, რადგან ბატონ თენგიზს მძიმე დატვირთული რეჟიმი აქვს. ეს საკითხი ასეთი ყურადღებაგასამახვილებელი არც იყო. ბატონი თენგიზი არ დატოვებს თანამდებობას, ის არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდინფიცირებულებს და არც არავის“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობდა დატოვა. მოგივანებით ამის შესახებ ინფექციურ საავადმყოფოსთან ბრიფინგი ჩატარდა, სადაც ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ იგი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X