00:57 | 2020-04-13 ავტორი: Prime Time

ბატონ იმნაძეს ზედმეტ ელასტიურობას ვაბრალებ – ნიკა გვარამია

ბატონ იმნაძეს ზედმეტ ელასტიურობას ვაბრალებ – ნიკა გვარამია

მე მიჭირს ბატონ იმნაძეს დავაბრალო ტყუილი ან უცოდინრობა და ასე შემდეგ – არც მინდა, – ამის შესახებ „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა ნიკა გვარამიამ გადაცემის მონოლოგში ისაუბრა.

 

„ბატონმა იმნაძემ ამ კვირაში განაცხადა, რომ ეს ფილტრები სინამდვილეში გამოიყენებოდა შავი ჭირის დროსაც და რა გახდა ეს კორონავირუსიო. ჯერ როდის იყო ქვეყანაში შავი ჭირი? გასაგებია, რომ შავი ჭირის ლაბორატორიაში, რაღაცას გამოიყენებდნენ.

 

მე მიჭირს ბატონ იმნაძეს დავაბრალო ტყუილი ან უცოდინრობა და ასე შემდეგ – არც მინდა. უბრალოდ ზედმეტ ელასტიურობას ვაბრალებ. მას ავიწყდება, რომ შავი ჭირი არის ბაქტერია, რომელიც განუზომლად დიდია, ვიდრე კორონავირუსი. ზოგადად ყველა ბაქტერია უფრო დიდია ვიდრე კორონავირუსი“, – თქვა ნიკა გვარამიამ მონოლოგში.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X