17:06 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს N1 ჩოგანი დაკითხონ – რა ინფორმაციას ფლობს ჯოკოვიჩი

ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს N1 ჩოგანი დაკითხონ – რა ინფორმაციას ფლობს ჯოკოვიჩი

ნიკოლოზ ბასილაშვილის გახმაურებულ საქმეზე შესაძლოა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

 

მიუხედავად ამისა, ჭკადუა არ მალავს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს უკვე ესაუბრა და მხარდჭერა აღუთქვა.

 

2020-05-27"ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა" - დოროყაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებს ჰყვება

 

ჩვენი ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში ჯოკოვიჩი მზად არის სასამართლოს ჩვენება მისცეს 2019 წლის ინციდენტზე, რომელიც ამერიკის ღია ჩემპიონატზე მოხდა.

 

ადვოკატი ირმა ჭკადუა არ აკონკრეტებს, თუმცა არ უარყოფს, რომ სასამართლოს ჩვენებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მისცემენ.

 

„მათთვის ცნობილია გარკვეული ფაქტები. მაგალითად ამერიკის ღია ჩემპიონატზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ მოხდა არასასიამოვნო დიალოგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა ნეკა დოროყაშვილისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვნათ“, – ამბობს ჭკადუა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლის მხრიდან არაერთხელ იყო მუქარა, რომ ის ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერას დაანგრევდა.

 

ცნობისთვის: 33 წლის სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში.

 

ჯოკოვიჩს მოგებული აქვს 17 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის რეკორდული 8 ავსტრალიის ღია პირველობა, 5 უიმბლდონი, 3 აშშ-ის ღია პირველობა და 1 საფრანგეთის ღია პირველობა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X