fbpx
10:39 | 2020-10-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მტკიცებულებები დასაშვებად ცნო – ადვოკატი 

ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მტკიცებულებები დასაშვებად ცნო – ადვოკატი 

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა წერს.

 

„ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, მოსამართლე ლევან გელოვანმა დააკმაყოფილა ბასილაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, პროკურატურის მტკიცებულებებიდან ამორიცხა ნელი დოროყაშვილის სხეულის დათვალიერების ოქმი და ფოტო სურათები.

 

ამასთან, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სრული მოცულობით, სცნო დასაშვებად..

 

სასამართლო განხილვები 3 ნოემბრიდან განახლდება“, – წერს ირმა ჭკადუა. 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X