fbpx
16:35 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

ბასილაშვილის კატასტროფული შედეგი – ქართველი ჩოგბურთელი ზედიზედ 5 მატჩში დამარცხდა

ბასილაშვილის კატასტროფული შედეგი – ქართველი ჩოგბურთელი ზედიზედ 5 მატჩში დამარცხდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ზედიზედ მე-5 მატჩია გამარჯვებას ვერ ახერხებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჯერად ავსტრიის ქალაქ კიცბიუელში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე წარსდგა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

Exclusive: „ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია“ - საქმეში პოლიცია ჩაერთვება
2020-09-08Exclusive: „ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია“ - საქმეში პოლიცია ჩაერთვება

 

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი ფედერიკო დელბონისი იყო, რომელთანაც ორ სეტში – 5:7, 3:6 დამარცხდა.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 მარცხიდან ბასილაშვილმა ხუთივე მატჩში ვერცერთი სეტის მოგება ვერ მოახერხა.

 

ივლისიდან მოყოლებული ნიკა ჯერ მიშა ზვერევთან (გერმანია), ანგარიშით 5:7, 1:6 დამარცხდა. ამის შემდეგ იან-ლენარდ შტრუფთან (გერმანია) 1:6, 5:7, ფელიქს ოჟე ალიასიმთან (კანადა) 4:6, 1:6, ავსტრალიელ ჯონ მილმანთან 1:6, 4:6, 4:6 და ახლა დელბონისთან. შედეგად, განცდილმა მარცხებმა ბასილაშვილის ATP-ის რეიტინგშიც დაქვეითება გამოიწვია და ამ დროისთვის 30-ე ადგილს იკავებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X