12:06 | 2021-04-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ბასილაშვილი იტალიაშია – ჩოგბურთელი „თიხის სეზონზე“ იმყოფება

ბასილაშვილი იტალიაშია – ჩოგბურთელი „თიხის სეზონზე“ იმყოფება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშივილი იტალიის ქალაქ კალიარიში დაგეგმილ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 408 800 ევრო) გამოვა. Sardegna Open იტალიაში 5-11 აპრილსაა დაგეგმილი.

 

ნიკა თიხის კორტებზე მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს. ბასილაშვილი იტალიურ ტურნირში მე-4 განთესვით ჩაებმება, მასზე უკეთესი რეიტინგი კი მხოლოდ დანიელ ევანსს ტეილორ ფრიცსა და ლორენცო სონეგოს აქვთ.

 

Sardegna Open პირველად ტარდება და მას მხოლოდ ერთწლიანი ლიცენზია აქვს. ის ATP-ს რანგის მე-4 ტურნირია, რომელიც იტალიაში ჩატარდება. შეგახსნებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილზეა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X