fbpx
19:43 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

ბასილ კობახიძე: ილია II-ს უამრავი ცოდვა აქვს, მაგრამ უბიწოების აღთქმას პატიოსნად ასრულებდა

ბასილ კობახიძე: ილია II-ს უამრავი ცოდვა აქვს, მაგრამ უბიწოების აღთქმას პატიოსნად ასრულებდა

ყოფილმა მღვდელი, ბასილ კობახიძე On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს უსამართლოდ მოექცნენ, ყოველგვარი საეკლესიო კანონების დარღვევით.

 

„მიტროპოლიტ პეტრეს უსამართლოდ მოექცნენ, ყოველგვარი საეკლესიო კანონების დარღვევით. მაგრამ საეკლესიო კანონები არავის აინტერესებს, რადგან პატრიარქი, როგორც აღმოსავლელი მონარქი, ისე მართავს ეკლესიას – რასაც უნდა იმას გააკეთებს, ვისაც უნდა გააგდებს.

 

რაც შეეხება ბრალდებებს სექსუალურ გარყვნილებაზე, ილია მეორეს ძალიან ბევრი ცოდვა და ბოროტება აქვს გაკეთებული.

 

მე ვიყავი მისი ახლო თანამშრომელი წლების განმავლობაში. ვუყურებდი მის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას და შემიძლია ვთქვა, რომ ის არ არის არც ჰომოსექსუალი, არც ქალები ჰყოლია საყვარლად, ამ მხრივ ბერობის აღთქმას ასრულებდა.

 

ის ერთადერთ აღთქმას ასრულებდა პატიოსნად, უბიწოების აღთქმას.

 

არ მესმის რა საჭიროა ტყუილების მოგონება, როცა პატრიარქს უამრავი დანაშაული და ბოროტი საქმე აქვს გაკეთებული“, – ამბობს ყოფილი მღვდელი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X