11:17 | 2020-06-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბაშარ ასადის შვილისთვის სიყვარულის ახსნის შემდეგ, სირიელი ჯარისკაცი გაქრა

ბაშარ ასადის შვილისთვის სიყვარულის ახსნის შემდეგ, სირიელი ჯარისკაცი გაქრა

სირიის სამთავრობო ჯარში მოსამსახურე რიგითმა ჯარისკაცმა სოციალურ ქსელში ვიდეო დადო, სადაც სირიის პრეზიდენტ ბაშად ასადის 16 წლის ქალიშვილს, ზეინუშამის მიმართა და გრძნობებში გამოუტყდა.

ამის შესახებ haberglobal-ი წერს.

 

„მე შენ მიყვარხარ. ჭეშმარიტად მიყვარხარ. შენზე ვაფრენ. შენ ჩემი, მე კი შენი ვარ“, – ამბობს ახალგაზრდა.

 

ნივთები, რომლის დაყადაღება კანონით დაუშვებელია
2020-06-29ნივთები, რომლის დაყადაღება კანონით დაუშვებელია

 

მანამდე, ბიჭის პროფილზე კიდევ ერთი ვიდეო დაიდო, სადაც ასეთი სიტყვები წარმოთქვა „შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, შორს და ახლოსაც რომ იყო, მაინც მეყვარები“.

 

ამ ვიდეოების გავრცელების შემდეგ რიგით იეზინ სულთანის ბედი გაურკვეველია. ის გაქრა.

 

ადგილობრივ ტელევიზიაში ჯარისკაცის და ამბობს, რომ მისი ძმა სირიულ სამთავრობო ციხეში ჰყავთ დაპატიმრებული.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X