01:31 | 2020-03-12 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

ბარის მერი კორონავირუსის გამო დაცარიელებული ქუჩების დანახვისას ატირდა

იტალიის ქალაქ ბარის მერმა ანტონიო დეკარომ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვა განახორციელა. ბარის მერმა მაყურებლებს ქალაქში არსებული მდგომარეობა გააცნო და უჩვეულო სიცარიელეზე ისაუბრა. პირდაპირი ჩართვის დასრულებისას ანტონიო დეკარომ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

ორი დღის წინ, იტალიის მთავრობამ ქვეყანაში წითელი ზონა გამოაცხადა. 4 აპრილამდე აიკრძალა ყველა მასშტაბური ღონისძიება, დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, გაუქმდა საფეხბურთო ჩემპიონატი, ჩაიკეტა საზღვრები, გამკაცრდა რელიგიური და სამოქალაქო ცერემონიების ჩატარების წესი, მოსახლეობას კი განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში სახლიდან გამოსვლა აეკრძალა.

 

იტალიაში კორონავირუსით საერთო ჯამში 12 462 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 827 დაიღუპა, 1045 კი გამოჯანმრთელდა.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X