
ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დაუკავშირდა, რის შემდეგაც მისი მოთხოვნები, ერთ-ერთი მძევლის საშუალებით ამავე არხის ეთერში გაჟღერდა.
კითხვაზე – რატომ დაუკავშირდა ის ნიკა გვარამიას, გამტაცებელი პასუხობს:
„იმიტომ რომ მეც არ მინდა მსხვერპლით დასრულდეს. მხოლოდ თანხის უსაფრთხოდ გატანას ვითხოვ. გვარამიასთან დაკავშირება გადავწყვტე, რაც სამართალდამცველებმა ჩემს მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინეს, არ მოხსნეს სპეცრაზმი. მე მოთხოვნებს ვაყანებ ბანკში შემოსვლის პირველივე წუთებიდან“, – ამბობს თავდამსხმელი ერთ-ერთი მძევლის პირით.
მისივე თქმით, ის სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად ორ საათს აძლევს.
ნახეთ ვიდეო → იმიტომ რომ მეც არ მინდა მსხვერპლით დასრულდეს – რატომ დაუკავშირდა ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ნიკა გვარამიას
სპეცოპერაცია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
„მძევლები დაჩოქილები ჰყავთ“ – ექსკლუზიური ფოტოები ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ოფისიდან
„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)
იგი არის კბილებამდე შეიარაღებული! – მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო