22:23 | 2020-03-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ძალისხმევას გამოიყენებს – საქართველოს ბანკი

ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ძალისხმევას გამოიყენებს – საქართველოს ბანკი

„საქართველოს ბანკი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„შექმნილი მდგომარეობის ფონზე, „საქართველოს ბანკი“ განაგრძობს სერვისების სრულ და უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. შეუფერხებლად მუშაობს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე გაძლიერებული რესურსით მუშაობს ცხელი ხაზი. საბანკო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება არ შეიზღუდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აუცილებელი იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რადგან საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება. ბანკის მომხმარებელი შეუფერხებლად შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით.

 

ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ძალისხმევას გამოიყენებს.

 

გვჯერა, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და საერთო მონდომებით შეუძლებელი არაფერია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X