19:30 | 2020-03-21 ავტორი: მარი ჯაფარიძე

Bank of America: დარტყმა იქნება ძლიერი, მაგრამ დიდხანს არ გასტანს

Bank of America: დარტყმა იქნება ძლიერი, მაგრამ დიდხანს არ გასტანს

აშშ-ს უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა (Bank of America) (BofA)  ქვეყანაში ფინანსური კრიზისის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ტელევიზია CNBC-ს იტყობინება. კრიზისის შესახებ ფინანსური ინსტიტუტის წამყვანმა ანალიტიკოსმა, მიშელ მეიერმა მოხსენებაში თქვა.

 

Bank of America Investment Bank აცხადებს, რომ ფინანსური კრიზისი უკვე დაიწყო შეერთებულ შტატებში და მისი შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელია. ექსპერტების აზრით, დარტყმა ძალიან ძლიერი იქნება, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

 

აშშ-ში უკვე დაიწყო ფინანსური კრიზისი, თქვა მიშელ მეიერმა, Bank of America- ს წამყვანმა ანალიტიკოსმა.

 

იგი აცხადებს, რომ კრიზისის თავიდან აცილების მცდელობები უკვე დაგვიანებულია: „ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ აშშ-ს ეკონომიკა რეცესიაში ჩავარდა“, – ამბობს მაიერი. იგი კრიზისის უშუალო მიზეზს კორონავირუსის ეპიდემიასთან აკავშირებს.

 

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს აშშ-ში, რაც სერიოზული ტვირთი გახდება აშშ-ს სოციალური უსაფრთხოების სისტემისთვის. ამერიკელთა დანაზოგი განადგურდება: შემოსავლის წყაროების გარეშე, ცხოვრების ჩვეული სტანდარტის შენარჩუნების მცდელობისას დანაზოგი სწრაფად დაიხარჯება.

 

მაიერი ირწმუნება, რომ კრიზისი მოკლევადიანი იქნება და, აშშ-ს მთავრობის აქტიური ჩარევით მისი შედეგების შემსუბუქება შეიძლება.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები