18:48 | 2020-03-06 ავტორი: Prime Time

ბალიზე, სადაც ქართველები ხშირად მიემგზავრებიან, კორონავირუსს ვერ ადგენენ

ბალიზე, სადაც ქართველები ხშირად მიემგზავრებიან, კორონავირუსს ვერ ადგენენ

ტურისტულ კუნძულ ბალიზე, ლაბორატორიები, ვერ შეძლებენ კორონავირუსზე შემოწმებას.

 

„კუნძულ ბალიზე მყოფი ტურისტები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, აღშფოთებულნი არიან, რომ ისინი დაინფიცირდნენ სასიკვდილო კორონავირუსით, მაგრამ მათი ანალიზის შემოწმება, ვერ ხერხდება“ – აღიარებს ბალის ჯანმრთელობის სამინისტრო.

 

ბალის ჯანდაცვის მთავარი სანიტარული ოფიცერი კეთუთ სუარჯაია ამბობს, რომ ბალიში არ იყო ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებდა COVID-19– ის არსებობას, ამიტომ ამის ნაცვლად, ნიმუშების გაგზავნა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, კუნძულ იავაზე მოგვიწია.

 

”მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ახალი ვირუსი, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს, კორონავირუსზე გამოკვლევების საშუალება”, – თქვა მან.

 

”ინდონეზიის ყველა პროვინციის ნიმუშების შემოწმება ხდება „Litbankes“ -ში (ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი).”

 

მაგრამ ბ-ნი სუარჯაია ამტკიცებს, რომ დამსვენებლებს, შეშფოთების მიზეზი არ აქვთ, კვლევის შედეგები, ორ დღეში იქნება ცნობილი.

 

”საზოგადოებას მოვუწოდებ არ შეშინდეს და პანიკას არ აყვეს, რადგან პანიკა და შიში უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი”, – თქვა მან.

 

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებმა ათასობით ადამიანი შეამოწმეს, ბალის ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯერჯერობით ნიმუშები მხოლოდ 35 ადგილობრივსა და უცხოელ ტურისტზე გაგზავნა, მათგან 12 კი შედეგებს, ჯაკარტადან ელოდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები