fbpx
11:19 | 2020-11-22 ავტორი: Prime Time

„ბალანსი ვერ დასვენ ამ შობელძაღლებმა!” – გიგი უგულავა

„ბალანსი ვერ დასვენ ამ შობელძაღლებმა!” – გიგი უგულავა

„ბალანსი ვერ დასვენ ამ შობელძაღლებმა! ესე იგი არც სტაბილურობა იქნება. არ არსებობს სტაბილურობა ბალანსის გარეშე. ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხოო-ბერტოლდ ბრეხტი
პ.ს. გოგი წულაიას და რამაზ ჩხიკვაძის ხმით ეს ყველაფერი”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

 

შეგახსენებსთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, ცესკო-ს ვებგვერდზე არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისას დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რასაც ცესკო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხარვეზები შესაძლოა პროცესში გარე ჩარევის შედეგია.

 

„შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

 

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X