14:44 | 2020-09-15 ავტორი: თამთა თორდია

ოზურგეთში კორონავირუსი არასრულწლოვანს დაუდასტურდა 

ოზურგეთში კორონავირუსი არასრულწლოვანს დაუდასტურდა 

ოზურგეთის სოფელ, ბახვში კორონავირუსი არასრულწლოვანს დაუდასტურდა, მას ვირუსი ინფიცირებული დედისგან გადაედო. „პრაიმტაიმს” ინფორმაცია გურიის გუბერნატორმა, ირაკლი ნასარაიამ მიაწოდა.

 

ამ დროისთვის გურიის რეგიონში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ეზუგბაია: კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დადასტურდა
2020-09-15ეზუგბაია: კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დადასტურდა

 

„მოგეხსენებათ გურიის რეგიონში კორონავირუსის 25 შემთხვევა გვაქვს, აქედან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელი ჩხაკაურა და ზოტი ნაწილობრივ შეზღუდვებშია მოქცეული, ამ სოფლების თითოეულ მაცხოვრებელს ჩაუტარდა ტესტირება და ნიმუშები უკვე გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში.

 

რაც შეეხება ოზურგეთს, სამი შემთხვევა დაფიქსირდა გუშინ, ერთ-ერთი ინფიცირებული არასრულწლოვანია, მას ვირუსი დედისგან გადაედო.

 

რაც შეეხება გეგმიურ ტესტირებებს, რომლებიც პედაგოგებს, პოლიციელებს და დიალიზზე მყოფ პაციენტებს უტარდებათ, ოზურგეთში, ასევე ლანჩხუთში, ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. გრძელდება კვლევები ჩოხატაურის მაცხოვრებლებზე და უახლოეს ინფორმაციას დროდადრო ველოდებით”- განაცხადა ჩვენთან საუბარში გუბერნატორმა.

 

იხილეთ ვიდეო: რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

 

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები