fbpx
23:31 | 2020-11-23 ავტორი: Prime Time

ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს – მიხეილ სააკაშვილი

ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს – მიხეილ სააკაშვილი

ჯო ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც მე საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს და ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა ვარდების რევოლუციას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილი ობამას, ტრამპის და ბაიდენის წარმატებაში საკუთარ როლზე საუბრობს - რას ყვება ის
2020-11-11სააკაშვილი ობამას, ტრამპის და ბაიდენის წარმატებაში საკუთარ როლზე საუბრობს - რას ყვება ის

 

„არასდროს დამავიწყდება 2007 წელი, როდესაც ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა, მაკკეინმა პრაქტიკულად, დაგვგმო და თქვა, რომ მიშამ 7 ნოემბერს დაუშვა უხეში შეცდომაო. მაშინ ბაიდენი კენჭს იყრიდა პრეზიდენტად და დებატებზე თქვა – შეიძლება, ვიკამათოთ, სააკაშვილმა დაუშვა თუ არა შეცდომა, მაგრამ მანდ რომ რუსეთი აფათურებს ხელს და უთხრის ძირს, ამას რა წყალი გაუვაო. შემდეგ, როდესაც 2008 წლის თავდასხმა მოხდა ჩვენზე, ობამამ პირველი განცხადება გააკეთა ძალიან ნეიტრალური, მისი რეიტინგი დაეცა ოთხი-ხუთი პროცენტით.

 

ამასობაში ჩამოვიდა ბაიდენი, რომელიც ჯერ არ იყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. მან ჩამოგვიტანა წინადადება მილიარდი დოლარის დახმარების, რომელიც შემდეგ განვახორციელეთ კიდეც. როგორც კი დაბრუნდა, რამდენიმე დღეში მას შესთავაზეს, ყოფილიყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, გარკვეული ფაქტორი ამაში იყო მისი ოპერატიული და სწორი რეაგირება საქართველოზე. ამიტომ, მისი ბედი, გარკვეულწილად, საქართველოსთან არის დაკავშირებული, საქართველოს ბედი კი – მასთან. ის იყო ძალიან ახლო მეგობარი ჯონ მაკკეინის, რომელიც იყო ჩვენი მთავარი დამცველი. ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც მე საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს. ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა „ვარდების რევოლუციას“ და მისთვის ფასეულობები ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ავტორი: Prime Time
X