12:59 | 2020-08-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ბაღის აღსაზრდელები სწავლის დაწყებამდე საკვებს კვლავ სახლში მიიღებენ

ბაღის აღსაზრდელები სწავლის დაწყებამდე საკვებს კვლავ სახლში მიიღებენ

თბილისის მერის, კახი კალაძის გადაწყვეტილებით, ბაღის აღსაზრდელები სწავლის დაწყებამდე საკვებს სახლში მიიღებენ.

 

ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტების მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„მინდა ჩემს მოადგილეს დავავალო, რომ 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გავაკეთოთ საკვებით უზრუნველყოფა ბაღის აღსაზრდელებისათვის, როგორც ეს პანდემიის პირობებში გვქონდა.

 

გაკეთდეს ისე, როგორც იყო წინა შემთხვევაში, საკვები იყოს ჩალაგებული შესაბამის პარკებში და მშობლებს ჰქონდეთ შესაძლობლობა საკვები სახლში წაიღონ და ბავშვებს მოუმზადონ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +