fbpx
12:14 | 2020-09-28 ავტორი: Prime Time

ბაღებში სწავლის პროცესი გადაიდო – რა ხდება სკოლებში

ბაღებში სწავლის პროცესი გადაიდო – რა ხდება სკოლებში

მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სკოლებში სწავლის პროცესი, პირველიდან მეექვსე კლასელებისთვის, პირველ ოქტომბერს დაიწყება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში უფროს კლასელებისთვის.

 

რაც შეეხება ბაღებს, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სწავლის პროცესი კიდევ გადაიდო და 12 ოქტომბერს განახლდება.

 

„ძალაში რჩება I-VI კლასებში სწავლის განახლება, კერძოდ 1-ლ ოქტომბერს იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში, ეს არ ეხება აჭარას.

 

თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ურჩევნიათ სასწავლო პროცესი დისტრანციურად, ეს იქნება უზრუნველყოფილი.

 

12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელ ქვეყანაში განაახლებენ სწავლას საბავშვო ბაღებში.

 

19 ოქტომბერს აჭარის გარდა, ყველგან სტუდენტები დაბრუნდებიან უნივერსიტეტებში,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესის დაწყება ისევ გადაიდო

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X