fbpx
12:04 | 2020-08-17 ავტორი: Prime Time

ბაღების ნაწილში შესაძლოა ბავშვებმა დღეგამოშვებით იარონ – როგორ დაიწყება სააღმზრდელო პროცესი?

ბაღების ნაწილში შესაძლოა ბავშვებმა დღეგამოშვებით იარონ – როგორ დაიწყება სააღმზრდელო პროცესი?

უკვე ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ბაგა-ბაღების მუშაობაში კორექტირებას შეიტანს. საააღმზრდელო პროცესი სექტემბრიდან განახლდება, თუმცა ჯერ საბოლოოდ ცნობილია არ არის – როგორ.

 

საბავშო ბაღებში აღსაზრდელებმა შესაძლოა ცვლების მიხედვით, დღე გამოშვებით იარონ. ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში.

 

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით და როგორ განახლდება სააღმზრდელო პროცესი.

 

ამჟამად მუშავდება რეკომენდაციები სკოლებისთვის და საბავშვო ბაღებისთვის, რომელიც უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა დაამტკიცეს.

 

ჩვენი ინფორმაციით, საბჭო ბაღებში სწავლის დაწყების ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ცვლების მიხედვით სწავლას განიხილავს, ანუ მაგალითად, ერთი ჯგუფში მყოფი ბავშვების ნაწილი ივლის ერთ დღეს, მეორე ნაწილი მეორე დღეს, თუმცა თბილისის შემთხვევაში შესაძლოა დამატებით სხვა ზომების მიღება გახდეს საჭირო, ვინაიდან ბავშვების გაყოფის და ცვლების დაწესების პირობებშიც კი, სავარაუდო სტანდარტის – 5 კვმ-ზე ერთი ბავშვი – დაცვა გაჭირდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X