14:55 | 2020-04-21 ავტორი: Prime Time

ბაღდათში პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

ბაღდათში პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

ბაღდათის სოფელ ხანში პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი დააკავეს.

 

„შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს”, – განმარტავენ შსს-ში.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X