22:00 | 2020-06-03 ავტორი: Prime Time

ბაგებში სისხლიანი გარჩევისას დაჭრილები თბილისის სულ სხვა უბანში ცხოვრობენ – როგორია მათი მდგომარეობა

ბაგებში სისხლიანი გარჩევისას დაჭრილები თბილისის სულ სხვა უბანში ცხოვრობენ – როგორია მათი მდგომარეობა

დღეს საღამოს ბაგებში მომხდარი სროლისას დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა ორივე პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია.

 

„არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჭრილობების დამუშავების შემდეგ განაგრძობენ სტაციონალური მკურნალობას. ორივე პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში დარჩება“ – ამბობს მედიკოსი.

 

ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილია 2 ახალგაზრდა, რომლებიც თემქაზე ცხოვრობენ.

 

სისხლიანი გარჩევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება – 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადატანას და მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X