09:57 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

ბაგებში სისხლიან გარჩევაში მონაწილე ორი პირი დააკავეს

ბაგებში სისხლიან გარჩევაში მონაწილე ორი პირი დააკავეს

პოლიციამ ბაგებში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, რასაც 2 ადამიანის დაჭრა მოყვა, ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

პოლიციამ ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოიღო.

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ.-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები 1980 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ.-ს მიაყენა.

 

სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

ბაგებში სისხლიანი გარჩევისას დაჭრილები თბილისის სულ სხვა უბანში ცხოვრობენ - როგორია მათი მდგომარეობა
2020-06-03ბაგებში სისხლიანი გარჩევისას დაჭრილები თბილისის სულ სხვა უბანში ცხოვრობენ - როგორია მათი მდგომარეობა

 

მ.ხ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

მ.გ.-ს მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვა- ტარებას გულისხმობს” , -აცხადებენ შსს-ში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები