12:19 | 2020-10-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბადრი ჯაფარიძის ტესტის პასუხი ცნობილია – როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი მას კოვიდინფიცირებულ მამუკა ხაზარაძესთან

ბადრი ჯაფარიძის ტესტის პასუხი ცნობილია – როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი მას კოვიდინფიცირებულ მამუკა ხაზარაძესთან

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე თვითიზოლაციაში არ გადასულა, რადგან მას თანაგუნდელ მამუკა ხაზარაძესთან შეხება უახლოესი 1 კვირის მანძილზე არ ჰქონია.

 

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ბადრი ჯაფარიძის პრესამსახურში განუცხადეს.

 

„ცოტა შიში მაქვს... არავის ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას“ - პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ინფიცირების მეხუთე დღე
2020-10-19„ცოტა შიში მაქვს... არავის ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას“ - პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ინფიცირების მეხუთე დღე

 

„საგანგებოდ ტესტის ჩატარება საჭირო არ იყო, რადგან დაკავებული გრაფიკის გამო, მამუკა ხაზარაძესთან შემხებლობაში არ ყოფილა. რადგან ბადრი ჯაფარიძის ოფისი საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, ისინი ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთს არ შეხვედრიან. საზოგადოების, ოჯახისა და მედიის უსაფრთხოების გამო, ტესტი გუშინვე ჩაიტარა, რომლის პასუხიც უარყოფითია“, – ამბობენ პრესცენტრში.

 

ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ მისი თანაგუნდელის, მამუკა ხაზარაძის განმეორებითი PCR ტესტიც უარყოფითი იქნება.

 

როგორ დავიცვათ თვითიზოლაციის წესები, თუ მარტო არ ვცხოვრობთ
2020-10-19როგორ დავიცვათ თვითიზოლაციის წესები, თუ მარტო არ ვცხოვრობთ

 

„ჩემი დიდი ოჯახის, გუნდის, საზოგადოების და მედიის უსაფრთხოების გამო, გავიკეთე PCR (პჯრ) ტესტი – პასუხი უარყოფითია.

 

იმედი მაქვს, მამუკა ხაზარაძის განმეორებითი ტესტი, ასევე უარყოფითი აღმოჩნდება და საქართველოს მოქალაქეებთან აქტიურ შეხვედრებს მალე დაუბრუნდება“, – აცხადებს ჯაფარიძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X