14:16 | 2020-08-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა 3-ჯერ სცადა თვითმკვლელობა – რა მტკიცებულება აქვს მას?

ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა 3-ჯერ სცადა თვითმკვლელობა – რა მტკიცებულება აქვს მას?

თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძე ირწმუნება, რომ წარსულში თამუნამ თვითმკვლელობა 3-ჯერ სცადა.

 

მისი თქმით, ამის მტკიცებულებად არსებობს ბაჩალიაშვილის დაქალთან, დეა კაპანაძესთან მიმოწერა.

 

ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ მას ამის შესახებ სწორედ თამარის უახლოესმა მეგობარმა, დეა კაპანაძემ უამბო.

 

„ხალხი ბრბოა, ღმერთო დიდებულო აგვიხილე თვალი“... - რას წერდა თამარ ბაჩალიაშვილი 14 წლის ასაკში
2020-08-04„ხალხი ბრბოა, ღმერთო დიდებულო აგვიხილე თვალი“... - რას წერდა თამარ ბაჩალიაშვილი 14 წლის ასაკში

 

როგორც ლობჟანიძე ყვება, სუიციდის მცდელობები ოჯახში არსებულ კონფლიტს უკავშირდებოდა.

 

„ბევრ რამეზე ვისაუბრეთ მე და დეამ, მათ შორის იყო ის, რომ თამარმა სამჯერ სცადა სუიციდი, უნივერსიტეტამდე, არ ვიცი ზუსტად. ვიღაცამ დაინახა, ახლობელმა ალბათ. ეს თემა ეხებოდა კონფლიქტს ოჯახში, მაგას მოჰყვა გვამის თემა, „ვერც იპოვით ჩემს ცხედარს ისე გადავიკარგებიო, უთქვამს მშობლებისთვის“, – გვიყვება ბაჩანა ლობჟანიძე. 

 

 

თავად დეა კაპანაძემ გვითხრა, რომ „ამ თემაზე კომენგტარის გაკეთება არ მსურსო“. ბაჩალიაშვილის მშობლები ინფორმაციას უარყოფენ.

 

„მე დეა კაპანაძეში ეჭვი არ მეპარება, კარგი გოგოა. თამუნას არასდროს არაფერი არ აკლდა. ბავშვს თუ პრობლემა აქვს მაგ შემთხვევაში მიდის ხო [თვითმკვლელობამდე]. ხელის გულზე გავზარდე და ოჯახში არასდროს პრობლემა არ ჰქონია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ გარდაცვლილის მამა.

 

„არა, ეგეთი რამე არ ყოფილა, არასდროს არ უთქვამს ეგეთი რამ“, – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

 

„ტყუილია, მე თვითონ დეას უნდა შევხვდე დღეს. უნდა მივიდე სახლში და პირადად ვკითხო ეს. ბაჩანა ჩემთან სახლში, რომ იყო მაშინ რატომ არ თქვა?! იმიტომ რომ ასე ათქმევინებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში შედის, ტელეფონი შეაქვს და იქიდან ლაპარაკობს, იმიტომ რომ იმათი მიგზავნილია.“

ბაჩანა ლობჟანიძემ გუშინ თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად გადაღებული ფიოტო და ვიდეო კადრები გაავრცელა. მისი თქმით, ის და თამარი კურსელები და ახლო მეგობრები იყვნენ.

 

რაც შეეხება ტელეფონს, მისი თქმით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი გამოძიებამ ჩამოართვა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +