18:45 | 2020-07-23 ავტორი: Prime Time

ბაჩალიაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპეტების წინასწარი დასკვნა ცნობილია

ბაჩალიაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპეტების წინასწარი დასკვნა ცნობილია

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პირველადი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა.

 

„ჩატარდა გვამის პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში. მონაწილეობდა ცენტრი “ემპათია“-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა.

 

17 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, შსს არკვევს არის თუ არა, რაც მანქანაში იყო
2020-07-2317 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, შსს არკვევს არის თუ არა, რაც მანქანაში იყო

 

ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, რენტგენოსკოპიური კვლევა, აღებული იქნა ნიმუშები ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის.

 

ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამ ეტაპზე შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი:

 

1. ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება.

 

2. რენდგენოსკოპიული და შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა.

 

3. ცეცხლსასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი.

 

4. გამოვლინდა შორსწასული მოგვიანებითი გვამური მოვლენები.

 

5. სხეულის ზედაპირული დაზიანებები სისხლნაჟღენთები და ტრავმული დაზიანებების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო.

 

6. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღე.

 

7. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიური კვლევის შედეგები

 

8. რეკომენდირებულია კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით“, – აღნიშნულია დასკვნაში.

ავტორი: Prime Time


X