fbpx
15:43 | 2020-07-22 ავტორი: Prime Time

ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება

ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აქვს კითხვები ხუთი დღის განმავლობაში პოლიციამ რატომ ვერ იპოვა თამარ ბაჩალიაშვილი, “იმ გარემოში”, სადაც დღეს ცხედარი იპოვეს.

„ზეგ“-ის პროგრამირების მენეჯერი თამარ ბაჩალეიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს
2020-07-22„ზეგ“-ის პროგრამირების მენეჯერი თამარ ბაჩალეიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს

 

“უკვე დავრეკე და ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაერთვება… მარიამ ჯიშკარიანს უკვე ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ჩაერთოს დამოუკიდებელი ექსპერტები, რადგან გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, სრული ნდობა არ არის ექსპერტებთან დაკავშირებით,”- უთხრა მედიას ადვოკატმა.

 

თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს მწყემსმა იპოვა.

 

 

ამავე თემაზე:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X