17:11 | 2020-07-23 ავტორი: Prime Time

17 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, შსს არკვევს არის თუ არა, რაც მანქანაში იყო

17 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, შსს არკვევს არის თუ არა, რაც მანქანაში იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს შეიძინა მედიკამენტები და გამოძიება ცდილობს დაადგინოს არის თუ არა ეს იგივე წამლები, რაც მის ჩანთაში იპოვეს. ჩანთა ბაჩალიაშვილს მანქანაში ჰქონდა, რომელშიც გარდაცვლილი იპოვეს.

 

გუშინ, 22 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ წამლები, სავარაუდოდ, ფსიქოტროპული არ არის.

 

უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აქვს.

⭕Live:თამარ ბაჩალიაშვილის საქმე – საგანგებო ბრიფინგი შსს-ში

⭕Live:თამარ ბაჩალიაშვილის საქმე – საგანგებო ბრიფინგი შსს-ში

Posted by Prime Time on ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2020

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები